დოლიძის ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ
დოლიძის ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ

თბილისში, დოლიძის 29 ნომერში, სადაც დაახლოებით ერთი საათის წინ 42 წლის მამაკაცი მოკლეს, გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები მივიდნენ.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, გარდაცვლილის ძმა ცუდად გახდა და ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

დოლიძის ქუჩაზე ამ დრომდე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები, რომლებიც მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ასევე მიმდინარეობს მეზობლებისა და შესაძლო თვითმხილველების პირველადი გამოკითხვა.

მედიასთან გარდაცვლილის ახლობლები არ საუბრობენ. შსს მომხდარზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გადაასვენებენ.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე ტყვია მას შემდეგ ესროლეს, რაც საცხოვრებელ სახლთან, ავტომობილიდან გადმოვიდა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

დატოვე კომენტარი