თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მამაკაცს რამდენიმე ტყვია მას შემდეგ ესროლეს, რაც საცხოვრებელ სახლთან, ავტომობილიდან გადმოვიდა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, გასროლამდე ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. მათივე ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცს სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა.

ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.

დატოვე კომენტარი