დოჰას ტურნირზე ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა #1TVSPORT
დოჰას ტურნირზე ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა #1TVSPORT

საქართველოს პირველმა ნომერმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (84) დოჰას 250-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა ვერ შეძლო.

იგი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ლიამ ბროადთან (140) ორ სეტში 4:6 3:6 დამარცხდა.

ბასილაშვილმა გუშინ დოჰას საკვალიფიკაციოს ნახევარფინალში თურქ ჩემ ილკელს (279) 6:3, 7:5 მოუგო.

შეგახსენებთ, ნიკოლოზი 2021 წელს დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა, შარშან კი ფინალში ბაუტისტა აგუტთან დამარცხდა.