დოდო გუგეშაშვილის შვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა
დოდო გუგეშაშვილის შვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა

აფხაზეთის ომის ვეტერანის, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის შვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

დღეს დილით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, მას ოპერაცია უტარდება.

ფაქტი დოდო გუგეშაშვილის სახლში, დიღმის მასივში მოხდა. მომხდარის დეტალების შესახებ ამ დროისთვის არ არის ცნობილი.