დოდო გუგეშაშვილი პოლიციის მთავარ სამმართველოში შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მიმდინარეობას გაეცნო
დოდო გუგეშაშვილი პოლიციის მთავარ სამმართველოში შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მიმდინარეობას გაეცნო

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ჩვენი ინიციატივით მოვედით, კითხვები გვქონდა გამოძიების მიმდინარეობაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დოდო გუგეშაშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა განუცხადა, რომელიც სამმართველოში გუგეშაშვილთან ერთად მივიდა.

„ჩვენ პერიოდულად ვინტერესდებით გამოძიების მიმდინარეობით. ჯერ რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე არ არის. რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა და გარღვევა არ არის. ქალბატონი დოდო შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს, ვინაიდან შეწუხებულია, რომ არ არის გამოკვეთილი კონკრეტული პიროვნება და კონკრეტული კვალი“, – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, დოდო გუგეშაშვილს სურვილი აქვს, მინისტრს თავის ეჭვებზე ესაუბროს, რომ შესაძლოა, გამოძიებას ვინმე ბლოკავდეს.

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.