დმიტრო კულება - უკრაინა უახლოეს 48 საათში რუსეთთან სასწრაფო შეხვედრას მოიწვევს
დმიტრო კულება - უკრაინა უახლოეს 48 საათში რუსეთთან სასწრაფო შეხვედრას მოიწვევს

უკრაინა უახლოეს 48 საათში რუსეთთან სასწრაფო შეხვედრას მოიწვევს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ცნობით, კიევი სასწრაფო შეხვედრაზე ასევე მოიწვევს ვენის დოკუმენტის ხელმომწერ ქვეყნებსაც.

„რუსეთმა არ უპასუხა ჩვენს მოთხოვნას ვენის დოკუმენტის შესახებ. ჩვენ ვდგამთ შემდეგ ნაბიჯს. უკრაინა მოიწვევს შეხვედრას რუსეთთან და ყველა წევრ სახელმწიფოსთან მომდევნო 48 საათის განმავლობაში, რათა განვიხილოთ რუსული ჯარების გაძლიერება და გადაადგილება ჩვენი საზღვრის გასწვრივ და დროებით ოკუპირებულ ყირიმში“, – აღნიშნა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი ეუთო-ს ტერიტორიაზე უსაფრთხოების განუყოფლობის შესახებ, მან უნდა შეასრულოს სამხედრო გამჭვირვალობის ვალდებულება, რათა შეამციროს დაძაბულობა და გააძლიეროს უსაფრთხოება ყველა მონაწილე სახელმწიფოსთვის.