დმიტრო კულება – რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე ათჯერ დიდი იქნება
რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ზაპოროჟიეს, ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს.
„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე ათჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა!“,- წერს კულება სოციალურ ქსელში.
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში ხანძარია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა.
Russian army is firing from all sides upon Zaporizhzhia NPP, the largest nuclear power plant in Europe. Fire has already broke out. If it blows up, it will be 10 times larger than Chornobyl! Russians must IMMEDIATELY cease the fire, allow firefighters, establish a security zone!
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 4, 2022