დმიტრო კულება – რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის საფრთხე ნამდვილად არსებობს, მაგრამ ოფიციალური კიევი აუცილებელ სამუშაოებს ახორციელებს, რათა ასეთი სცენარი არ განხორციელდეს

12:30, 22.11.2021

რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის საფრთხე ნამდვილად არსებობს, მაგრამ ოფიციალური კიევი აუცილებელ სამუშაოებს ახორციელებს, რათა ასეთი სცენარი არ განხორციელდეს, – აღნიშნულის შესახებ „უკრაინა 24“-თან საუბარში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

„რუსეთის მიზანი უკრაინის შიგნით დესტაბილიზაცია და სხვა სახელმწიფოებთან თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის ბლოკირებაა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი სრულიად განსხვავებულ ამოცანას აყენებს წინ – რაც შეიძლება ძლიერი გახდეს ქვეყანა“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინელმა დიპლომატმა საუბარში დაადასტურა, რომ ახალი შეტევითი ოპერაცია არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც კრემლი უკრაინასთან დაკავშირებით განიხილავს.

„გამოიყენებს თუ არა ამ ვარიანტს, დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: ჩვენს სიძლიერესა და სიმშვიდეზე, ასევე ჩვენი პარტნიორების მოქმედებების კოორდინაციაზე“, – დაამატა კულებამ.

მსგავსი