ჟურნალმა People წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად ბრიტანელი მსახიობი იდრის ელბა დაასახელა

15:01, 06.11.2018

ჟურნალმა People წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად 46 წლის ბრიტანელი მსახიობი იდრის ელბა დაასახელა.

ელბას პოპულარობა და აღიარება მოუტანა HBO-ს სერიალში „მოსმენა“ სტრინგერ ბელის, BBC One-ის სერიალ „ლუთერში “ ჯონ ლუთერის და ბიოგრაფიულ ფილმში „მანდელა: გრძელი გზა თავისუფლებისკენ“ ნელსონ მანდელას როლების შესრულებამ.

იდრის ელბა სხვადასხვა წლებში ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე, BAFTA-სა და „ემიზე“, მონაწილეობა აქვს ასევე მიღებული ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „ამერიკელი განგსტერი“, „მძარცველები“,„თორი“ „წყნარი ოკეანის ტიტანები“ და „მხეცები არსაიდან“.

ჟურნალ People -ის მიერ წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცის დასახელების ტრადიცია 1985 წლიდან იღებს სათავეს. პირველად ეს ტიტული მელ გიბსონს ხვდა წილად.

მსგავსი