ჟოზეფ ბორელი ლიბანში პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქატის ხელმძღვანელობით მთავრობის ფორმირებას მიესალმება
ჟოზეფ ბორელი ლიბანში პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქატის ხელმძღვანელობით მთავრობის ფორმირებას მიესალმება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, მიესალმება ლიბანში პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქატის ხელმძღვანელობით მთავრობის ფორმირებას.

„მივესალმები განცხადებას, რომ პრეზიდენტმა მიშელ აუნმა და ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიქატიმ ხელი მოაწერეს ბრძანებულებას ლიბანში ახალი მთავრობის შექმნაზე. ახლა ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური კრიზისის გადაწყვეტის გასაღები იქნება რეფორმების განხორციელება და 2022 წლის არჩევნებისთვის მზადება“, – წერს ჟოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ლიბანის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებით, ოფიციალურმა ბეირუთმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ჩამოაყალიბა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ლიბანის უმდიდრესი ადამიანი, 66 წლის ნაჯიბ მიქატი გახდა, რომელსაც მანამდე ორჯერ ეკავა ეს პოსტი.