ლიბანში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა
ლიბანში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა

ლიბანის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებით, ოფიციალურმა ბეირუთმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ჩამოაყალიბა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ლიბანის უმდიდრესი ადამიანი, 66 წლის ნაჯიბ მიქატი გახდა, რომელსაც მანამდე ორჯერ ეკავა ეს პოსტი.

ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ ბრძანებულებას პრეზიდენტმა მიშელ აუნმა, პარლამენტის თავმჯდომარე ნაბიჰ ბერიმ და პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიქატმა მოაწერეს ხელი.

„სიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, თუ გავერთიანდებით, როგორც ლიბანელები“, – აღნიშნა მიქატიმ.

ლიბანი ერთ წელზე დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლების გარეშე იყო.