ჟოზეფ ბორელი - დიპლომატიური გზა ერთადერთ გრძელვადიან გადაწყვეტას სთავაზობს უკრაინელ და ევროპელ ხალხს, მოვუწოდებ რუსეთს, მიიღოს ის
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში აშშ-ის მიერ რუსეთისთვის წერილობითი პასუხის გაცემას ეხმაურება და რუსეთს მოუწოდებს, დაეთანხმოს აღნიშნულ წინადადებებს.
„მივესალმები სახელმწიფო მდივან ბლინკენის წერილობით პასუხს რუსეთის უსაფრთხოების წინადადებებზე. დიპლომატიური გზა ერთადერთ გრძელვადიან გადაწყვეტას სთავაზობს უკრაინელ და ევროპელ ხალხს. მოვუწოდებ რუსეთს, მიიღოს ის. ევროკავშირი და აშშ ერთიანი არიან მიდგომებში“, – წერს ბორელი.
აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გასცა. რუსულ მხარეს დოკუმენტი რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა გადასცა. როგორც საკითხზე კომენტირებისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, აშშ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის.