ჟოზე მოურინიომ მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პროგნოზი გააკეთა
ჟოზე მოურინიომ მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პროგნოზი გააკეთა

“მანჩესტერ იუნაიტედის”მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დროს სატელევიზიო ექსპერტად იმუშავებს, მომავალი ტურნირის ჯგუფური ეტაპის პროგნოზი გააკეთა – გუნდები ჯგუფებში ადგილების მიხედვით გაანაწილა და შესაბამისად, მერვედფინალური წყვილები შეადგინა.

პორტუგალიელ სპეციალისტს არ სჯერა, რომ მისი თანამემამულეები B ჯგუფში ესპანეთს გაასწრებენ, ამიტომაც, პორტუგალიას მეორე ადგილი მისცა.

უცნაური იყო C ჯგუფში ავსტრალიის მეორე ადგილზე გაყვანა და კიდევ უფრო უცნაური – ხორვატიის ბოლო ადგილი D ჯგუფში. გარდა ამისა, მოურინიომ G ჯგუფში ინგლისი ბელგიაზე მაღლა დააყენა, ხოლო H ჯგუფი სენეგალს მოაგებინა…

მოურინიოს აზრით, ჯგუფებში ადგილები შემდეგნაირად განაწილდება:

A ჯგუფი: 1. ურუგვაი, 2. რუსეთი, 3. ეგვიპტე, 4. ს. არაბეთი
B ჯგუფი: 1. ესპანეთი, 2. პორტუგალია, 3. მაროკო, 4. ირანი
C ჯგუფი: 1. საფრანგეთი, 2. ავსტრალია, 3. პერუ, 4. დანია
D ჯგუფი: 1. არგენტინა, 2. ნიგერია, 3. ისლანდია, 4. ხორვატია
E ჯგუფი: 1. ბრაზილია, 2. შვეიცარია, 3. სერბეთი, 4. კოსტა რიკა
F ჯგუფი: 1. გერმანია, 2. მექსიკა, 3. შვედეთი, 4. ს. კორეა
G ჯგუფი: 1. ინგლისი, 2. ბელგია, 3. პანამა, 4. ტუნისი
H ჯგუფი: 1. სენეგალი, 2. პოლონეთი, 3. კოლუმბია, 4. იაპონია

შესაბამისად, ასეთი მერვედფინალური წყვილები მივიღეთ:

ურუგვაი-პორტუგალია
ესპანეთი-რუსეთი
საფრანგეთი-ნიგერია
არგენტინა-ავსტრალია
ბრაზილია-მექსიკა
გერმანია-შვეიცარია
ინგლისი-პოლონეთი
სენეგალი-მექსიკა