„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გამოაცხადა, რომ კორეული ენის შესწავლა დაიწყო, რათა უკეთესი კომუნიკაცია ჰქონდეს გუნდის შემტევ ნახევარმცველთან ჰეონ-მინ სონთან.
„როცა გუნდში ხარ, კონტაქტი მნიშვნელოვანია. იმ ადამიანების ენაზე ლაპარაკი, რომლებიც გუნდში მუშაობენ – პატივისცემის გამოხატულებაა კლუბის კულტურის მიმართ. ვცდილობ ვილაპარაკო მოთამაშეებთან მათ მშობლიურ ენაზე, ამიტომაც ვსწავლობ კორეულს“, – თქვა მოურინიომ „ტოტენჰემზე“ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მალე გავა „ამაზონ პრაიმის“ ეთერში.
ჟოზე მოურინიო ლაპარაკობს პორტუგალიურ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებზე.