ჟოზე მოურინიო „ფენერბახჩეს“ ჩაუდგება სათავეში #1TVSPORT
ჟოზე მოურინიო „ფენერბახჩეს“ ჩაუდგება სათავეში #1TVSPORT

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო სამწვრთნელო სამუშაოზე დაბრუნდა – ის თურქეთის „ფენერბახჩეს“ მთავარი მწვრთნელი იქნება, – წერს ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

წყაროს ცნობით, მოურინიო თურქულ გრანდთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ოფიციალურად ამის შესახებ უახლოეს საათებში გამოცხადდება.

მოურინიოს ბოლო სამუშაო ადგილი იყო „რომა“, საიდანაც 2024 წლის იანვარში დაითხოვეს.