ჟოან ლაპორტა – მესი ჩვენი დიადი ისტორიის ნაწილია, მაგრამ ახლა ლამინის დრო მოვიდა #1TVSPORT

09:56, 19.07.2026

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ აზრი გამოთქვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესახებ, რომელშიც ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებები შეხვდებიან ერთმანეთს.

„დღეს მე ვფიქრობ, რომ ლამინის დრო მოვიდა. მინდა, რომ ლამინის დღე დადგეს. მესიმ ჩვენ დიდების წლები გვაჩუქა, ის ჩვენი დიადი ისტორიის ნაწილია.

ჩვენ ასევე ვამაყობთ ჩვენი ფონდით და იმით, რომ ასე გამოვიდა – არ ვიცი, ეს შემთხვევით მოხდა თუ ღმერთის ნებით – მესიმ ლამინი დაბადა. ეს დაუჯერებელია. რეალობა ნებისმიერ გამოგონილზე უკეთესია.

ლამინი – გენიოსია. ის არ ეპუება მოვლენებს, რომლებიც სხვა ნებისმიერს წყობიდან გამოიყვანდა. ძალიან თამამია, ყველაფერს ენთუზიაზმით ხვდება და ძალიან ჭკვიანია თავის ასაკთან შედარებით.

მე მჯერა და მინდა, რომ ფინალის დღე ლამინის დღედ იქცეს, რომ მან რეალურად გამოიჩინოს თავი, რადგან ასეთია ფეხბურთი. არიან მოთამაშეები, რომლებიც თავის დროზე მთავარი ფიგურები იყვნენ, მაგრამ ახლა ცვლილებების დრო მოვიდა“, – განაცხადა ლაპორტამ.

მსგავსი