„ჟირონას“ ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა, – იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
ფეხბურთელს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, ტესტმა კი დადებითი პასუხი აჩვენა.
ფეხბურთელის ვინაობას „ჟირონას“ ხელმძღვანელობა არ ასახელებს. სპეციალურ შემოწმებას გაივლიან გუნდის სხვა ფეხბურთელებიც და მომსახურე პერსონალი.