„ჟირონას“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

12:38, 26.03.2020

„ჟირონას“ ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა, – იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ფეხბურთელს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, ტესტმა კი დადებითი პასუხი აჩვენა.

ფეხბურთელის ვინაობას „ჟირონას“ ხელმძღვანელობა არ ასახელებს. სპეციალურ შემოწმებას გაივლიან გუნდის სხვა ფეხბურთელებიც და მომსახურე პერსონალი.

მსგავსი