ჟინვალის წყალსაცავში 53 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები განახლდა

09:02, 15.11.2018

დუშეთი, ჟინვალის წყალსაცავში 53 წლის მამაკაცის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება განახლდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მაშველებისა და მყვინთავების 20-კაციანმა სამძებრო სამუშაოები გვიან ღამით, ცუდი ხილვადობის გამო შეწყვიტა.

ჟინვალჰესში სატვირთო ავტომობილი 14 ნოემბერს ღამით  გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

მსგავსი