ჟინვალის წყალსაცავში 53 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

09:53, 15.11.2018

მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი 53 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის ს​ამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში ცხედრის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

ჟინვალჰესში სატვირთო ავტომობილი 14 ნოემბერს ღამით  გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

მსგავსი