ჟინიაკი მექსიკის ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი გახდა
მექსიკურ საფეხბურთო კლუბ „ტიგრესის“ თავდამსხმელი ანდრე-პიერ ჟინიაკი მექსიკის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
33 წლის ფრანგი, ბომბარდირობის გარდა, საუკეთესო თავდამსხმელადაც დასახელდა.
2018/2019 წლების სეზონზე ჟინიაკმა ყველა ტურნირზე 38 მატჩში 24 გოლი გაიტანა.
მექსიკის საფეხბურთო ლიგის (Liga MX) საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი 14 ივლისს გაიმართა. ტრადიციის მიხედვით, ყველა ნომინაციაში გამარჯვებულ ფეხბურთელს ჯილდოდ ოქროს ბურთი გადაეცემა.
2018-2019 სეზონის ოქროს ბურთის მფლობელები:
აგუსტინ მარჩესინი – მეკარე
ანხელ მენა – შემტევი ნახევარმცველი
სებასტიან ხურადო – ახალბედა
გუიდო როდრიგესი – ნახევარმცველი და საუკეთესო მოთამაშე
ანდრე-პიერ ჟინიაკი – საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი
პაბლო აგილარი – საუკეთესი მცველი
ფუნეს მორი – წლის საუკეთესო გოლი
.@10APG
No deja de marcar diferencia… Torneo tras torneo en México, sus goles encantan a la afición. El francés llegó a hacer historia. Esta noche recibió el #BalonDeOro2019 al Mejor Goleador de la Temporada y al Mejor Delantero. pic.twitter.com/xclM1radzH— LIGA BBVA MX (@LigaBBVAMX) 14 July 2019