„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერარ პიკემ აღნიშნა, რომ მომავალში, შესაძლოა, პრეტენზია განაცხადოს კატალონური კლუბის პრეზიდენტის პოსტზე.
„მე „ბარსელონას“ ბავშვობიდან ვქომაგობ. თუ რამით შემიძლია, დავეხმარო გუნდს, მინდა, ეს გავაკეთო. ეს ის არის, რასაც ვგრძნობ. არ მგონია, რომ ახლა ამის დრო იყოს. მე კონცენტრირებული ვარ სამეფო ლიგაზე და გაფართოების პროცესში ვიმყოფებით. არასოდეს იცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ვარიანტი. იყო „ბარსელონას“ პრეზიდენტი, დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ თუ რაღაც მომენტში გადავწყვეტ ამის გაკეთებას, ამან შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს კლუბზე. მომავალში შემიძლია, განვიხილო ეს შესაძლებლობა. მაგრამ არა ახლა“, – მოჰყავს პიკეს სიტყვები Sky Sports-ს.