ჟენევაში უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლების ორმხრივი შეხვედრა გაიმართა

21:31, 18.02.2026

ჟენევაში ძირითადი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეხვედრაზე ორივე დელეგაციის ხელმძღვანელები – რუსტემ უმეროვი და ვლადიმერ მედინსკი იმყოფებოდნენ.

როგორც უკრაინული მედია წერს, შეხვედრა დაახლოებით საათ-ნახევარი გაგრძელდა, თუმცა უცნობია, რა თემები განიხილეს მხარეებმა.

მანამდე გამოცემა „აქსიოსმა“ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებების ჩიხში შესვლა რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ მედინსკის მიერ წარმოდგენილი პოზიციით იყო განპირობებული.

მსგავსი