ჟან-ლუკ მელანშონი - პრეზიდენტმა მაკრონმა უნდა აღიაროს დამარცხება და პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს
პრეზიდენტმა მაკრონმა უნდა აღიაროს დამარცხება და პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, – ამის შესახებ მემარცხენე პარტიის, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ დამფუძნებელმა, ჟან-ლუკ მელანშონმა განაცხადა.
„ულტრამემარჯვენეები შორს არიან უმრავლესობისგან. არჩევნების შედეგები არის მობილიზაციის ძალისხმევის შედეგი. პრეზიდენტმა უნდა დაიჩოქოს და აღიაროს, რომ ეს არის მარცხი. პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს. პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება და მოვალეობა, რომ ახალი სახალხო ფრონტი დანიშნოს მმართველობაში“, – აღნიშნა ჟან-ლუკ მელანშონმა.
საფრანგეთში საარჩევნო უბნები დაიხურა. წინასწარი ეგზიტპოლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს, მეორე ადგილზეა მაკრონის პარტია, ხოლო მესამეზე ლე პენის პოლიტიკური გაერთიანება.