ჟან-კლოდ იუნკერი - გვსურს, კიდევ უფრო განვავითაროთ პროგრამა Erasmus+, რომელშიც  საქართველოს უნივერსიტეტების 3 600 სტუდენტი უკვე მონაწილეობს
ჟან-კლოდ იუნკერი - გვსურს, კიდევ უფრო განვავითაროთ პროგრამა Erasmus+, რომელშიც საქართველოს უნივერსიტეტების 3 600 სტუდენტი უკვე მონაწილეობს

გვსურს, კიდევ უფრო განვავითაროთ პროგრამა Erasmus+, რომელშიც  საქართველოს უნივერსიტეტების 3 600 სტუდენტი უკვე მონაწილეობს – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაში საქართველოს უნივერსიტეტების 3 600 სტუდენტი უკვე მონაწილეობს.

„წელს ჩვენ შემოვიღეთ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მოქალაქეები მასობრივად მოგზაურობენ ევროკავშირის ქვეყნებში. დღეისთვის უკვე 300 000–მა ქართველმა იმოგზაურა.

ჩვენ გვინდა კიდევ უფრო განვავითაროთ პროგრამა „Erasmus+“. საქართველოს უნივერსიტეტების 3 600 სტუდენტი უკვე მონაწილეობს ამ პროგრამაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების 2 000 სტუდენტთან ერთად. მაკროფინანსური დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს, შენარჩუნდება იმავე დონეზე“, – განაცხადა იუნკერმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გაგრძელდება.