დიუსელდორფში პარასკევს ძიუდოისტთა „დიდი მუზარადის“ გათამაშება იწყება. აქ საქართველოს მხოლოდ ვაჟთა ნაკრები წარმოადგენს. ვაჟებში ხვალ 60 და 66 კგ. წონითი კატეგორიის ფალავნები გამოვლენ.
პარასკევს ჩატარებული კენჭისყრის თანახმად კი 60 კგ.-ის პირველ წრეში ორივე ქართველი ისვენებს. ლუხუმ ჩხვიმიანი სტარტზე სირიელ მოჰამად აკაშს გაეჯიბრება, ხოლო შემდეგ ჰონგკონგელ მარტინ ლაუსა და აზერბაიჯანელ დავუდ მამადსოის შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.
კენჭისყრისას ახალგაზრდა ჯაბა პაპინაშვილს არ გაუმართლა, ის პირველ შეხვედრას ფრანგი ევროპის ექს-ჩემპიონის ვალიდე ხიარის წინააღმდეგ ჩაატარებს.
66 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი გუგულაშვილი პირველივე წრეში სერბ სტრაჰინია ბუნჩიჩს გაეჯიბრება, ამ წყვილში მოგებულს კი შემდეგ ეტაპზე მეტოქედ სლოვენიელი ადრიან გომბოცი ელოდება.