ვაჟა მარგველაშვილი დიუსელდორფის დიდ მუზარადზე ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს
ვაჟა მარგველაშვილი დიუსელდორფის დიდ მუზარადზე ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს

ძიუდოში დიუსელდორფის „დიდი მუზარადის“გათამაშება 22-დან 24 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ბოლო საათებში გადაწყდა, რომ ჩვენს ნაკრებს კიდევ ერთი ლიდერი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი (66). გამოაკლდა. ვაჟა მარგველაშვილმა ნეკნის ტრავმა ჰოლანდიაში შეკრებაზე ყოფნისას მიიღო.
მანამდე ტურნირს ფეხის ტრავმის გამო საქართველოს ჩემპიონი გიორგი პაპუნაშვილი (90) გამოაკლდა.

22-24 თებერვალი 2019, გრან სლემი, დიუსელდორფი, გერმანია.

საქართველოს ნაკრები

-60კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი

-66კგ – გიორგი გუგულაშვილი

-73კგ – ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი

-81კგ – ბექა დონღვანი, გიორგი კაციაშვილი

-90კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი

-100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური

+100კგ – ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე