დისტანციურ სწავლებაზე ონლაინ განაცხადის შევსება-რეგისტრაციის გაუქმება ყოველ ოთხშაბათსაა შესაძლებელი
დისტანციურ სწავლებაზე ონლაინ განაცხადის შევსება-რეგისტრაციის გაუქმება ყოველ ოთხშაბათსაა შესაძლებელი

განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ დისტანციური სწავლების მსურველთა რეგისტრაცია გახსნილია სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. დგებუაძის თქმით, სურვილის შემთხვევაში, მშობელს შეუძლია, დაარეგისტრიროს შვილი online.emis.ge-ზე ან მივიდეს სკოლაში და მიმართოს განაცხადებით სკოლის ადმინისტრაციას.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება-რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს 00:00–23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია საიტზე სარეგისტრაციო ველი.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დისტანციურ სწავლებაზე რეგისტრაცია გახსნილია სხვა ქალაქებისთვის. მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, ყოველ ოთხშაბათს დაარეგისტრირონ შვილი ან უარი თქვან რეგისტრაციაზე და მოსწავლემ საკლასო ოთახში განაგრძოს სასწავლო პროცესი“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

სწავლის დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით სარგებლობდენ ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთსა და გორში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეები, სადაც სწავლა პირველი თებერვლიდან საკლასო ოთახებში გაგრძელდა. დღეიდან კი, ეს შესაძლებლობა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც აქვთ.

დატოვე კომენტარი