„დირსის" საცხოვრებელ კორპუსში, სადაც დევნილები აქციას მართავენ, სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი გამოიძახეს
„დირსის" საცხოვრებელ კორპუსში, სადაც დევნილები აქციას მართავენ, სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი გამოიძახეს

დირსის” საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა აქცია მიმდინარეობს, სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი გამოიძახეს.

დევნილების ცნობით, შეუძლოდ გახდა ორი ქალი, რომელთაგან ერთის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში დევნილების აქცია გრძელდება. 150-მდე ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვს.

დღეს აქციის მონაწილეებს  შეხვდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. დევნილები ამბობენ, რომ ისინი ფართების დატოვებას არ აპირებენ.

დევნილებმა საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართული გუშინ დაიკავეს. ისინი ფართების გადაცემას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს გააგრძელებენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს.