დიოგო ჟოტამ ტრავმა მოირჩინა და გუნდს ოთხშაბათს შეუერთდება
დიოგო ჟოტამ ტრავმა მოირჩინა და გუნდს ოთხშაბათს შეუერთდება

„ლივერპულის“ ფორვარდი დიოგო ჟოტა ოთხშაბათიდან დაიწყებს გუნდთან ერთად ვარჯიშს.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მოირჩინა მუხლის ტრავმა, რომელიც დეკემბრის დასაწყისში მიიღო.

გამორიცხული არ არის, რომ ფორვარდი შეძლებს უახლოეს უქმეებზე თამაშს, როცა „ლივერპული“ „შეფილდ იუნაიტედს“ შეხვდება.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჟოტამ ცხრა მატჩში ხუთი გოლი გაიტანა. კიდევ ოთხი გოლი პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ რაუნდში შეაგდო.