„ლივერპულის“ პორტუგალიელმა ლეგიონერმა, დიოგო ჟოტამ თავიდან აიცილა სერიოზული ტრავმა და უნდა მოასწროს ევრო 2024-ისთვის აღდგენა.
გარემარბი საკაცით გაიყვანეს „ბრენტფორდთან“ მატჩის დროს და, წინასწარი მონაცემებით, მას მარცხენა მუხლზე ჯვარედინი მყესების დაზიანება (და არა გაწყვეტა) დაუდგინეს.
ვარაუდობენ, რომ პორტუგალიის ნაკრების მოთამაშე დაახლოებით ორ თვეს გამოტოვებს.
ასე რომ, დიოგო ჟოტა ვერ მიიღებს მონაწილეობას „ჩელსის“ წინააღმდეგ ინგლისის ლიგის თასის ფინალში, რომელიც 25 თებერვალს გაიმართება.