საქართველოს განვითარების ლიგის გამარჯვებული თბილისის „დინამო“ გახდა. ფინალურ მატჩში დინამოელებმა „ოლიმპი“ 5 ქულის სხვაობით 73:68 დაამარცხეს. შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი „ოლიმპის“ ლიდერი ლუკა კალატოზიშვილი იყო, რომელმაც 31 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, თუმცა ეს „ოლიმპს“ გამარჯვებისთვის არ ეყო. დინამოელთაგან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ლაშა მიქელაძემ, მის ანგარიშზე 28 ქულაა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კალათბურთის ფედერაციამ საუკეთესოები დააჯილდოვა.
სიმბოლური ხუთეული
გიორგი ცინცაძე
ლუკა კალატოზიშვილი
ვოვა თავაქარაშვილი
ლუკა მაზიაშვილი
ნიკოლოზ სოსელია
ტურნირის საუკეთესი მწვრთნელი
დავით როგავა
საუკეთესო მოთამაშე (MVP)
ლუკა კალატოზიშვილი