წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. თბილისის „დინამომ“ მარსელში ევროპის თასის მოქმედ ჩემპიონთან ანგარიშით 7:17 წააგო. „ბ“ ჯგუფში ქართულ კლუბს ხუთიდან ხუთი მარცხი აქვს და შემდეგ შეხვედრას 4 დეკემბერს თბილისში გერმანული „ჰანოვერის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელსაც ასევე მიმდინარე გათამაშებაში არცერთი მოგება არ აქვს.
დინამო: შუბლაძე, ვაპენსკი (2), ელაჩა (2), მაგრაქველიძე (1), ცრეპულია, ბარალდი, იმნაიშვილი (1)
სათ: დადვანი, შუშიაშვილი (1), რაზმაძე, ბითაძე, ბაღათურია, ჯახაია
ჩემპიონთა ლიგის „ბ“ ჯგუფის ლიდერმა „ფერენცვაროშმა“ ტიტულოვან იტალიურ „პრო რეკოსთან“ ფრედ, ანგარიშით 13:13 ითამაშა. „ბუდაპეშტმა“ „ტერასას“ 15:10 მოუგო. „ჰანოვერმა“ „მლადოსტთან“ დაპირისპირება ანგარიშით 13:15 დათმო.
წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მე-6 ტურის მატჩები 3-4 დეკემბერს გაიმართება.