„დინამოს“ ჩემპიონობა მასშტაბურად აღინიშნება - ბათუმში ორდღიანი ზეიმი კონცერტით დასრულდება #1TVSPORT
„დინამოს“ ჩემპიონობა მასშტაბურად აღინიშნება - ბათუმში ორდღიანი ზეიმი კონცერტით დასრულდება #1TVSPORT

3 და 4 დეკემბერს ბათუმი პირველ ჩემპიონობას აღნიშნავს. გუნდმა უკვე გაავრცელა მოწოდება, სადაც ბათუმელებს სთხოვს, რომ ისტორიული გამარჯვება ერთად იზეიმონ.

„3 დეკემბერს ეროვნული ლიგის დასკვნით ტურში გორის „დილას“ ვმასპინძლობთ. მატჩის დასრულების შემდეგ საჩემპიონო ფარს და ოქროს მედლებს ჩავიბარებთ, ბათუმი არენაზე მოსული გულშემატკივარი დაჯილდოვების ცერემონიას იხილავს“, – წერია ბათუმის „დინამოს“ ადმინისტრაციის მიამრთვაში.

მაგრამ ზეიმი ამით არ დასრულდება. მეორე დღეს სახალხო მსვლელობა იგეგმება.

„4 დეკემბერს ზეიმი ბათუმის ქუჩებში გაგრძელდება, საჩემპიონო მსვლელობა 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაიწყება და ბულვარში, კოლონადებთან გალა კონცერტით დასრულდება“.

ბათუმის „დინამო“ 1923 წელს დაარსდა. არის საქართველოს თასის (1998) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1998), არის ქვეყნის ოთხგზის ვიცე-ჩემპიონი (1997–98, 2014–15, 2019, 2020) და ორჯერ ბრინჯაოს მედლების (1996-97, 2016) მფლობელი, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში გუნდმა ოქროს მედლები პირველად წელს მოიპოვა.

დატოვე კომენტარი