„დინამო“ სუპერლიგის პირველი ფინალისტია
„დინამო“ სუპერლიგის პირველი ფინალისტია

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის პირველი ფინალისტი თბილისის “დინამო” გახდა. მოქმედმა ჩემპიონმა ნახევარფინალური სერიის მეოთხე მატჩში “მგზავრებს” 72:61 მოუგო და სერიაში 3:1 გაიმარჯვა.

პირველ ტაიმში “მგზავრები” პრაქტიკულად არაფერს უთმობდა მეტოქეს. “დინამომ” მხოლოდ ტაიმის ბოლოსკენ შეძლო მცირე გაქცევა და შვიდი ქულით გავიდა წინ – 44:37.
თამაშის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელშიც “დინამომ” მეტოქეს მხოლოდ 5 ქულა ჩააგდებინა და ბოლო 10-წუთეულის წინ, 18 ქულით დაწინაურდა. ამის შემდეგ, ჩემპიონმა შეძლო უპირატესობის შენარჩუნება და პირველი ფინალისტი გახდა.

დინამოელებს შორის 22 ქულით და 12 მოხსნით საუკეთესო იყო კაელ ტურპინი. 21 ქულა აიღო მიხეილ ბერიშვილმა. “მგზავრებში” 10 ქულაზე მეტი მხოლოდ ადრიან ბოუიმ დააგროვა – 16.
ფინალურ სერიაში “დინამოს” მეტოქე კვირას, 20 მაისს გაირკვევა, როცა “ქუთაისი” და “რუსთავი” ნახევარფინალური სერიის მეხუთე მატჩს გამართავენ.