დიმიტრი საძაგლიშვილი - ნიკა მელია არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში ვაჭრობის საგნად იყენებს
დიმიტრი საძაგლიშვილი - ნიკა მელია არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში ვაჭრობის საგნად იყენებს

დღევანდელი პროცესის შემდეგ, ნიკა მელია არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში ვაჭრობის საგნად იყენებს, – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს არა სასამართლო, არამედ ხელისუფლება.

„მოსალოდნელი იყო, რომ ხელისუფლება არ მიიღებდა გონივრულ გადაწყვეტილებას ნიკა მელიას თავისუფლებასთან დაკავშირებით და ეს გაფორმდა დღეს. თუკი აქამდე ნიკა მელია იყო პოლიტიკური პატიმარი, დღევანდელი პროცესის შემდეგ, ის არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში ვაჭრობის საგნად იყენებს. პროკურატურას წინააღმდეგობრივი და გაუგებარი პოზიცია ჰქონდა. ერთი მხრივ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში, არ არიან წინააღმდეგი, რომ ნიკა მელია იყოს თავისუფალი, ხოლო მეორე მხრივ, მხარს უჭერდნენ მის პატიმრობაში დატოვებას. აი, ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების არსებობისას, ბუნებრივია, სასამართლოს ერთადერთი გამოსავალი ჰქონდა.

ცხადია, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ სასამართლოში ვართ ან მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას. ამ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლება და ამის აღიარებაც მოსმენილი გვაქვს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მხრიდან“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დატოვე კომენტარი