დიმიტრი ქუმსიშვილი - იმედი გვაქვს, ენგურჰესის პირველი აგრეგატის ჩართვას ხვალ დილისთვის შევძლებთ
დიმიტრი ქუმსიშვილი - იმედი გვაქვს, ენგურჰესის პირველი აგრეგატის ჩართვას ხვალ დილისთვის შევძლებთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ენგურჰესზე ავარიის ადგილას ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, პირველი აგრეგატი სავარაუდოდ ხვალ დილას ჩაირთვება.

„ენგურჰესზე ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სავარაუდოდ ხვალ დილისთვის შევძლებთ პირველი აგრეგატის ჩართვას, ხოლო შემდეგ სამ-ოთხ დღეში მთლიანად აღვადგენთ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, გუშინ, 20:11 საათზე, ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.