დიმიტრი პესკოვი - შეშფოთებით ვაკვირდებით სომხეთში მოვლენების განვითარებას
დიმიტრი პესკოვი - შეშფოთებით ვაკვირდებით სომხეთში მოვლენების განვითარებას

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთში განვითარებულ მოვლენებს მოსკოვი შეშფოთებით აკვირდება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არსებული ვითარების მიუხედავად, ეს მხოლოდ სომხეთის შიდა საქმეა.

„შეშფოთებით ვაკვირდებით სომხეთში ვითარების განვითარებას. ჩვენ ამას სომხეთის, როგორც კავკასიაში ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი და ახლო მოკავშირის, შიდა საქმედ მივიჩნევთ“, – აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერმა კომენტარი არ გააკეთა სოხმეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშიანიანის განცხადებაზე, რომ ყარაბაღის ომის დროს რუსული „ისკანდერების“ რაკეტების მხოლოდ 10 პროცენტი აფეთქდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის გენშტაბის უფროსი თანამდებობიდან გადააყენა. მანამდე გენშტაბმა სომხეთის მთავრობის მეთაურის გადადგომა მოითხოვა.

ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის გენშტაბის განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.