დიმიტრი პესკოვი - რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების დაწესების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია
დიმიტრი პესკოვი - რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების დაწესების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

რუსეთის ხელისუფლებას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების დაწესებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, კრემლი აღნიშნავს რუსეთის პარლამენტის წევრების ხისტ და ერთსულოვან პოზიციას, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ცოტა ხნის წინ რუსეთის სახელმწიფო დუმამ ქვეყნის მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების განხილვის რეკომენდაცია მისცა.

„ბუნებრივია, ასეთი ხისტი რეაქცია რუსი პარლამენტარების მხრიდან, ამასთან ამ პოზიციაში სრული ერთსულოვნება, რომლებიც მათ გამოავლინეს ქართველი ტელეწამყვანის უპრეცედენტო ქცევის ფონზე“, – განაცხადა დიმიტრი პეკსოვმა.

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დუმის წევრებს შეახსენა, რომ გადაწყვეტილებები მიიღება მთავრობის მიერ, საბოლოოდ კი, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ.

„ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება არ მიღებულა“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, დიმიტრი პესკოვმა საქართველოს „რუსოფობიური ისტერიკის“ გაღვივებას ძალიან საშიში უწოდა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში „რუსოფობიური, ექსტრემისტული მოვლენების მთელი სერია“ განხორციელდა.

დატოვე კომენტარი