რუსეთის დუმამ ქვეყნის მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების განხილვის რეკომენდაცია მისცა
რუსეთის დუმამ ქვეყნის მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების განხილვის რეკომენდაცია მისცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ქვეყნის მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების განხილვის რეკომენდაცია მისცა.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში გამართულ კენჭისყრაზე ინიციატივას დარბაზში მყოფი დეპუტატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისცა ხმა.

საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების მიღების მომხრე 416 კანონმდებელი იყო. დუმის ქვედა პალატამ მინისტრთა კაბინეტს სთხოვა, რომ შესაბამისი წინადადება ქვეყნის პრეზიდენტს წარუდგინოს.

რუსმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოში მიმდინარე ანტირუსული პროვოკაციები დასაგმობია და უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

„საქართველოში რადიკალური ძალების ღია გამოხტომებს რუსულ-ქართული ურთიერთობების შემდგომი გაუარესებისკენ მივყავართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კენჭისყრის დაწყებამდე სიტყვით გამოვიდნენ დეპუტატები: ვლადიმერ ჟირინოვსკი და პიოტრ ტოლსტოი, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრი შეფასებები გააკეთეს და ხელისუფლებას საპასუხო ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.