დიმიტრი პესკოვი - კრემლი მზად არის, უკრაინაში მართლმადიდებელთა ინტერესები დაიცვას
კრემლი მსოფლიო საპატრიარქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შეშფოთებას იზიარებს და მზად არის, უკრაინაში მართლმადიდებელთა ინტერესები დაიცვას,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ამასთან, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ შეუძლია საეკლესიო დიალოგში ჩარევა, არასდროს გაუკეთებია ეს და მომავალშიც არ გააკეთებს. თუმცა, თუ კიევი ვერ შეაკავებს რადიკალებს, რუსეთი მზად არის, პოლიტიკურ-დიპლომატიური ზომებით დაიცვას უკრაინაში მართლმადიდებელთა ინტერესები.
„იმ შემთხვევაში, თუ განვითარებული მოვლენები მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სახეს მიიღებს, რა თქმა უნდა, რუსეთი როგორც ყველგან იცავს რუსებისა და რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესებს, ასევე, და ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა პუტინმა, დაიცავს მართლმადიდებელთა ინტერესებს. ეს არის აბსოლუტურად საფუძვლიანი და გასაგები პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.
კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი რეაგირებას მხოლოდ პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით მოახდენს