დიმიტრი მედვედევი – ყველა ტერორს ჰყავს სპონსორები, ამჟამად ესენი არიან დასავლეთის ქვეყნების ლიდერები, პირველ რიგში, ევროპელები
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ევროპული სახელმწიფოების ლიდერები კიევის რეჟიმის ტერორიზმის სპონსორად დაასახელა.
ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მედვედევმა ლაიფციგსა და ჰალეში მომხდარში გერმანიის მიერ რუსეთის დადანაშაულებაზე ისაუბრა.
„ბერლინმა რუსეთი ლაიფციგის აეროპორტზე დაუმტკიცებელ თავდასხმაში დაადანაშაულა. გერმანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიერ გატარებული ნეონაცისტური, სასტიკად რუსოფობიური კურსის გათვალისწინებით, დივერსიის ეს შეთხზული აქტი მათი ცოდვებისთვის სასჯელის ყველაზე რბილი ფორმაა. ყველა ტერორს ჰყავს სპონსორები. ამჟამად ესენი არიან დასავლეთის ქვეყნების ლიდერები, პირველ რიგში, ევროპელები“, – წერს დიმიტრი მედვედევი.
ცნობისთვის, მანამდე ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით თავდასხმის მცდელობაში გერმანიამ რუსეთი ღიად დაადანაშაულა. მომხდარს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ლაიფციგში ჰიბრიდულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია.