დიმიტრი ხუნდაძე - ვლადიმერ პუტინის მხრიდან საქართველოს ისტორიის დამახინჯების მცდელობა იყო
დიმიტრი ხუნდაძე - ვლადიმერ პუტინის მხრიდან საქართველოს ისტორიის დამახინჯების მცდელობა იყო

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხრიდან საქართველოს ისტორიის ახლებურად დამახინჯების მცდელობა იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოება კარგად იცნობს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას და აღიარებულია იმ საზღვრებში, რაც არის ერთიანი საქართველოს საზღვრები.

„ჩვენი ამ მხრივ მუშაობა უნდა იყოს აქტიური არაღიარების პოლიტიკასთან ერთად გავაცნოთ საქართველოს ისტორია. ამაში უნდა ჩაერთონ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ დარგის სპეციალისტები ,ისტორიკოსები და საზოგადოებრივ ცნობიერება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც უნდა ამაღლდეს“, – დიმიტრი ხუნდაძე.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში – ეს იგივეა, რაც გენოციდი“.

დატოვე კომენტარი