დიმიტრი ხუნდაძე - თუ ვინმე შეეცდება, გადამარწმუნოს ან გადაწყვეტილების მიღება მაიძულოს, შემიძლია, მანდატი დავტოვო
დიმიტრი ხუნდაძე - თუ ვინმე შეეცდება, გადამარწმუნოს ან გადაწყვეტილების მიღება მაიძულოს, შემიძლია, მანდატი დავტოვო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, თუ უმრავლესობის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე  გადასვლასთან დაკავშირებით საკუთარ კითვხებზე პასუხებს ვერ მიიღებს და ვინმე შეეცდება მასზე ზეწოლის განხორციელებას, არ გამორიცხავს, დეპუტატის მანდატი დატოვოს.

„ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი. სხდომაზე შევეცდები, დავაყენო ის კითხვები და ის რისკები გავაცნო არა მხოლოდ პარლამენტარებს, არამედ საზოგადოებასაც, რა რისკების წინაშეც შესაძლოა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებით დადგეს ქვეყანა. ამ კითხვებზე მოვითხოვ პასუხს, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ კითხვებზე ვერ მივიღებ ამომწურავ პასუხს, რომელიც გავლენას იქონიებს ჩემს გადაწყვეტილებაზე. მინიმუმ არ დავუჭერ მხარს და თუ ვინმე შეეცდება, გადამარწმუნოს, ან მაიძულოს, ეს გადაწყვეტილება მივიღო, არ დამენანება და ამისთვის შემიძლია, დავტოვო მანდატი“ ,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ითხოვს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის კანონპროექტის განხილვამდე უმრავლესობის სხდომა გაიმართოს.