დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში გამართვაზე სწორი გადაწყვეტილება არის მიღებული
დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში გამართვაზე სწორი გადაწყვეტილება არის მიღებული

მმართველი გუნდის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ ევროპის საბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში გამართვის თაობაზე სწორი გადაწყვეტილება არის მიღებული.

„ვფიქრობ, ეს გადაწყეტილება იყო სწორი, რადგან აქ იყო აუცილებლად გასათვალისწინებელი სამი ძირითადი მიმართულება. ერთი – საერთაშორისო სტანდარტები, შემდეგ უშუალოდ ქვეყნის, საქართველოს ინტერესები, მისი უსაფრთხოება. ასევე, მნიშველოვანია, რომ საქართველოს აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და ამ კანონს სჭირდება აღსრულება. ამიტომ
ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სამივე ამ ინტერესს პოზიტიურად ეხმიანება“ ,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება.

შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.