დიმიტრი გვრიტიშვილი - საშვებულებო პერიოდია და როგორც საბჭოს ერთმა წევრმა, გასაუბრების პროცესის დროებით გადადებასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება გამოვთქვი
დიმიტრი გვრიტიშვილი - საშვებულებო პერიოდია და როგორც საბჭოს ერთმა წევრმა, გასაუბრების პროცესის დროებით გადადებასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება გამოვთქვი

საშვებულებო პერიოდია და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის დროებით გადადებასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება გამოვთქვი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გასაუბრების პროცესის დროებით გადადებასთან დაკავშირებით კონსულტაცია არ ჰქონია.

„ეს იყო ჩემი, როგორც საბჭოს ერთი წევრის მოსაზრება.როგორც სხდომის თავმჯდომარე, წარვმართავ პროცესს. საშვებულებო პერიოდია და როგორც საბჭოს ერთმა წევრმა, ჩემი მოსაზრება გამოვთქვი. არ გამოვრიცხავ, ეს საკითხი განვიხილოთ, თუმცა იმასაც ვითვალისწინებ, რომ უზენაეს სასამართლოში უმძიმესი ვითარებაა. არაერთხელ ვთქვი, რომ პროცესი რაც შეიძლება გონივრულ ვადაში უნდა დასრულდეს საბჭოშიც და პარლამენტშიც“, – განაცხადა გვრიტიშვილმა​.

დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, მოსამართლეობის ყველა კანდიდატი საკმაოდ მოტივირებულია.

„კანდიდატები სამი-ოთხი საათის განმავლობაში შეკითხვებს გულწრფელად და კომპეტენტურად პასუხობენ. ნაზი ჯანეზაშვილის მიერ გამოყენებული ტერმინი, თუნდაც ე.წ. მასა იხმარა მან მოქმედი მოსამართლეების მიმართ, სისტემატური ხასიათი მიეცა იმასაც, რომ მოსამართლეებს წარმოაჩენენ ე.წ. თოჯინებად. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი მიდგომა, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. მიმდინარე კვირას საბჭოს წევრები დღის განმავლობაში 2-2 კანდიდატს უსმენენ.

საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი შეწყდეს და სექტემბერში გაგრძელდეს.