დიმიტრი ცქიტიშვილი - მნიშვნელოვანია, „ქართულ ოცნებაში“ იყოს ისეთი ავტორიტეტული ფიგურა, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი
დიმიტრი ცქიტიშვილი - მნიშვნელოვანია, „ქართულ ოცნებაში“ იყოს ისეთი ავტორიტეტული ფიგურა, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, დიმიტრი ცქიტიშვილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, „ქართულ ოცნებაში“ იყოს ისეთი ავტორიტეტული ფიგურა, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „შპიგელში“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები შეაფასა.

„მგონია, რომ მთავარ განცხადებას უნდა დავუბრუნდეთ, რაც თქვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებისას. მან თქვა, რომ პარტიის სტრუქტურების გასაძლიერებლად მოვიდა. ქალბატონი სალომეს განცხადებებიც დაახლოებით ამ შინაარსს ატარებს. მას არაერთხელ უთქვამს, რომ პოლიტიკაში ყოფნის განსაკუთრებული სურვილი არ აქვს, თუმცა გრძნობს პასუხისმგებლობას და აქედან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯია. იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ იყოს კონსოლიდირებული, მნიშვნელოვანია, ისეთი ავტორიტეტული ფიგურა იყოს პარტიის სათავეში, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, თუმცა პარტიამ სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო.