სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, თუმცა პარტიამ სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო
სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, თუმცა პარტიამ სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით კი, ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, თუმცა პარტიამ, რომელიც ივანიშვილმა დატოვა, სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პარტიის ლიდერთა რიგებიდან რჩევის საკითხავად მასთან მიდიოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გერმანულმა გამოცემამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით – „ყოველდღე პროვოკაციები, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პუტინზე, თავისი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვასა და იმაზე, როგორ გახდა ფრანგი კავკასიაში ქვეყნის მეთაური“. სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ კრისტიან ეშმა ჩაწერა.

„ბიძინა ივანიშვილთან მცირერიცხოვანი საუბრების შემდეგ, ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, რადგან ის მას არ მოსწონს. მაგრამ პარტიამ, რომელიც მან დატოვა, სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პარტიის ლიდერთა რიგებიდან ხალხი ისედაც მასთან მიდიოდა რჩევის საკითხავად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტ კრისტიან ეშმის განცხადებაზე, რომ „დიდი პრობლემაა, როცა უმდიდრესი ადამიანი ქვეყანას არაფორმალურად მართავს და დიდი პარტიის უკან დგას“, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს: „ბიძინა ივანიშვილი პარტიის უკან კი არ დგას, არამედ სათავეში უდგას მას. გარდა ამისა, ვვარაუდობ, რომ ეს მისი პოლიტიკაში დაბრუნების უკანასკნელი შემთხვევაა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის აშკარა დისტანცირებას მოახდენს“.

დატოვე კომენტარი