სუპერმძიმე წონაში WBC Silver-სა და WBO International-ის ტიტულების მფლობელმა დილიან უაიტმა განაცხადა, რომ ექს-ჩემპიონი ვლადიმირ კლიჩკო კრივში დაბრუნდება.
„ვლადიმირ კლიჩკო ნამდვილად განაახლებს კარიერას. მე მას ვუთხარი, რომ მასთან ვიჩხუბებ, მაგრამ მან მიპასუხა, რომ თავიდან საჭიროა ორი ბრძოლის ჩატარება.
კლიჩკო დიდი ხანი იყო საუკეთესო. ის ფანტასტიკური მებრძოლია, მაგრამ მან არ მოისურვა დილიან უაიტთან ბრძოლა დაბრუნებიდან თავის პირველ ბრძოლაში“, – განაცხადა უაიტმა.
გასული წლის დეკემბერში ედი ჰირნმა განაცხადა, რომ ვლადიმირ კლიჩკოს რინგზე დაბრუნება სურს. უკრაინელმა თავისი ბოლო ბრძოლა 2017 წლის აპრილში გამართა, როცა „უემბლიზე“ მე-11 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო ბრიტანელ ენტონი ჯოშუასთან.