დილამ სპარინგში ჩიხურა დაამარცხა

გორის დილა სეზონისთვის თბილისში ემზადება – დღეს, გიორგი დეკანოსიძის გუნდმა ამხანაგური მატჩი გამართა.

დილა საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში, ეს გორელებისთვის მე-3 ამხანაგური მატჩი გახლდათ.

მუხიანის სპორტულ კომპლექსში გამართულ შეხვედრაში გორელებიდან პირველ ნახევარში თავი თბილისის დინამოდან იჯარით გადასულმა გიორგი კუციამ გამოიჩინა – მან დილას მაისურით სადებიუტო ბურთი გაიტანა. მეორე გოლი კი, მეორე ტაიმში, გორელთა კიდევ ერთი ახალწვეულის, ნუგზარ სპანდერაშვილის ანგარიშზეა.